NBA-ში მორიგი მატჩი მოიგო სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა", რომელმაც სტუმრად "გოლდენ სტეიტ უორიორსი" დამაჯერებლად 145:127 დაამარცხა, ხოლო ქართველმა კალათბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 25:39 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 14 ქულას, 12 მოხსნას, 4 შედეგიანი გადაცემას, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. სანდრომ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი საჯარიმო სროლიდან ორივე ზუსტად გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო რეპტორსი" 26 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს "საკრამენტოს" წინააღმდეგ გამართავს.







