NBA-ში მორიგი მატჩი მოიგო სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა", რომელმაც სტუმრად "გოლდენ სტეიტ უორიორსი" დამაჯერებლად 145:127 დაამარცხა, ხოლო ქართველმა კალათბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
მატჩს დასრულების შემდეგ "ტორონტოს" მთავარმა მწვრთნელმა დარკო რაიაკოვიჩმა ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა და მისი თამაში დადებითად შეაფასა.
"მამუკელაშვილი შესანიშნავი მოთამაშე და ძალიან კარგი მსროლელია. მან დღეს ძალიან დიდი სამუშაო გასწია და ყველაფერი ზუსტად შეასრულა. როდესაც ის პარკეტზეა, ყოველთვის ცდილობს, რომ თანაგუნდელებს დაეხმაროს, ზუსტ მომენტში აკეთებს გადაცემას და ცდილობს ყველას შეუქმნას თავისუფლად სროლის საშუალება. ის სასტარტო ხუთეულში ყოფნას იმსახურებს", - განაცხადა რაიკოვიჩმა.
სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 25:39 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 14 ქულას, 12 მოხსნას, 4 შედეგიანი გადაცემას, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. სანდრომ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი საჯარიმო სროლიდან ორივე ზუსტად გამოიყენა.







