ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურის პირველი სათამაშო დღე საინტერესო გამოდგა. ლონდონის „არსენალმა“ მერვედფინალის საგზურის გარდა, პირველი ადგილიც გაინაღდა. გარდა ამისა "მეთოფეებმა" ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარეს, მათ ზედიზედ 7 მატჩი მოიგეს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
იმ შემთხვევაში თუ "არსენლაი" ბოლო ტურში "კაირატს" დაამარცხებს, ასევე გახდება პირველი გუნდი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 8-დან 8 მატჩს მოიგებს.
მიკელ არტეტას გუნდმა მილანში, „ინტერს“ უშანსოდ მოუგო. პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა გაბრიელ ჟეზუშმა, რასაც მასპინძლებმა შუჩიჩის ერთი გოლით უპასუხეს. მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში ვიქტორ გიოკერეშმა დააფიქსირა - 1:3.
როგორც უკვე გითხარით "არსენალი" უდანაკარგოდ 21 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში „კაირატს“ უმასპინძლებს, ხოლო „ინტერი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა და 12 ქულით მეცხრე ადგილზეა







