UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანის ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მერაბ დვალიშვილმა 3 წელიც რომ დაისვენოს, იანი მას 10-დან 10 ბრძოლას მოუგებს.
"პიოტრ იანის გამარჯვება საერთოდ არ გამკვირვებია, მეტიც, ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ იანი აუცილებლად გაიმარჯვებდა. პიოტრს შესანიშნავი სტრაიკინგი აქვს და ჭიდაობისგან დაცვაც ძალიან კარგად გამოსდის. მერაბს ის მიწაზე რომც გადაეყვანა, მის გაკონტროლებას მაინც ვერ შეძლებდა, რადგან ალჯამაინ სტერლინგივით მერაბს ეს არ შეუძლია.
დაუშვა თუ არა მერაბმა შეცდომა როდესაც ერთ წელში მეოთხე ბრძოლას დათანხმდა? ვფიქრობ დვალიშვილმა 3 წელიც რომ დაისვენოს, იანი მას 10-დან 10 ბრძოლას მოუგებს", - განაცხადა უმარმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი 6 დეკემბერს პიოტრ იანს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის შედეგადაც ქართველმა "მანქანამ" საჩემპიონო ქამარი დაკარგა.







