ფეხბურთი

17:25 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძე: “დარწმუნებული ვარ, მივაღწევ იმ მიზანს, რაც აქ ჩამოსვლისას დავისახე"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "კადისის" ფეხბურთელი იური ტაბატაძე მძიმე ტრავის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გაავრცელა.

"მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის და სიყვარულისთვის. ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია და მხოლოდ იმ მოტივაციას მაძლევს, რომ დავბრუნდე ისეთი, როგორიც არასდროს ვყოფილვარ. დარწმუნებული ვარ, მივაღწევ იმ მიზანს, რაც აქ ჩამოსვლისას დავისახე", - დაწერა ტაბატაძემ ინსტაგრამ სთორში.

შეგახსენებთ, რომ ტაბატაძემ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც დიდიხნით უქმობა მოუწევს. გამოჯანმრთელების ზუსტი დრო სარეაბილიტაციო პერიოდის კარგად გავლაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ამ სეზონში მოედანზე ნამდვილად ვერ გავა, რადგან მსგავსი ტრავმა მინიმუმ 6-7 თვით უქმობას ნიშნავს.

იური ტაბატაძე „კადისს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 18 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა. ის ესპანური გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ესპანეთის თასზე ორ შეხვედრაში ორი საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091911