7-8 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოში სტარტს აიღებს პარიზის გრანდ სლემი, სადაც მონაწილეობას თავისთავად საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
როგორც ცნობილი ხდება საქართველო პრესტიჟულ ტურნირზე 10 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი და აღსანიშნავია, რომ -60 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება და ნაკრების რამდენიმე ლიდერი დაისვენებს.
საქართველოს შემადგენლობა:
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური. 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი. 81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე. 90 კგ - ლუკა მაისურაძე. 100 კგ - ნიკა ხარაზიშვილი. +100 კგ - საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.







