საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბიძინაშვილი „იბერიას“ (საბურთალოს) საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მას ამ გუნდის მაისურით საქართველოს ჩემპიონატში 44 მატჩი აქვს ჩატარებული.
ირაკლი სხვადასხვა დროს სომხურ ნოაში, ლატვიურ იელგავაში, გორის დილაში, ბათუმის დინამოში, ყაზახურ ჟენისსა და ქუთაისის ტორპედოში გამოდიოდა.





