ფეხბურთი

21:05 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი ჩაბი ალონსოზე: "რეალში" მხოლოდ მწვრთნელობა არ კმარა, ფეხბურთელების ეგოს მართვაც საჭიროა"

ვეტერანმა უელსელმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა „რეალიდან“ ჩაბი ალონსოს გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, „სამეფო კლუბის“ მწვრთნელობისთვის საჭიროა, ფეხბურთელების ეგოს მართვა შეგეძლოს:

„ჩაბი საოცარი მწვრთნელია. მან მოიგო „ლევერკუზენთან“ ერთად ტიტულები და გუნდს უნაკლოდ უხელმძღვანელა. თუმცა, „რეალში“ ყველაფერი სხვაგვარადაა: აქ მხოლოდ მწვრთნელობა არ გჭირდება, ნამდვილი მენეჯერი უნდა იყო. ცალკეული მოთამაშეების ეგო უნდა მართო. ზედმეტი ტაქტიკა საჭირო არ არის, გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებსაც მატჩის შეცვლა თვალის დახამხამებაში შეუძლიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იცოდე, როგორ გაანებივრო ყველა, გაიგო, ვის სჭირდება ნდობა და მართო შინაგანი დინამიკა“, - თქვა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი და ჩაბი ალონსო „რეალში“ თანაგუნდელები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.162353