ფეხბურთი

0:02 | 22.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ყარაბაღის" მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე, "ატლეტიკო" თურქეთში დაზავდა

ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე ტური გრძელდება და მეორე სათამაშო დღე ტრადიციულად ორი მატჩით გაიხსნა.

მადრიდის „ატლეტიკო“ სტამბოლში „გალათასარაის“ ესტუმრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ყველაფერი საწყის 20 წუთში მოხდა: ჯერ „ატლეტიკო“ იგებდა ჯულიანო სიმეონეს გოლით, მერე მარკოს ლორენტემ ავტოგოლი მიითვალა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ფრე 1:1.

„ატლეტიკო“ 13 ქულით მერვე ადგილზეა და ბოლო ტურში „ბოდო გლიმტს“ უმასპინძლებს, ხოლო „გალათასარაის“ 10 ქულა აქვს და „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრება.

მორიგი ისტორია დაწერა „ყარაბაღმა“, რომელმაც შინ ფრანფკურტის „აინტრახტი“ დაამარცხდა. საწყის 10 წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს და მერე კარგა ხანს არაფერი იცვლებოდა. ასე იყო, 78-ე წუთამდე, სანამ გერმანელები არ დაწინაურდნენ.

თუმცა, „ყარაბაღმა“ ბოლომდე იბრძოლა, დარჩენილ დროში ორჯერ გაიტანა და 3:2 მოიგო. „ეს ყარაბაღის“ მესამე გამარჯვებაა ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე!

„ყარაბაღმა“ ამ გამარჯვებით 10 ქულა დააგროვა და დიდი ალბათობით, პლეი-ოფში მოხვდება, ბოლო ტურში აზერბაიჯანის ჩემპიონი „ლივერპულს“ სტუმრად შეხვდება. „აინტრახტი“ 4 ქულით 33-ე ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლსი შანსი დაკარგა, ტურნირს კი, „ტოტენჰემთან“ საშინაო მატჩით დაასრულებს.

„გალათასარაი“ – „ატლეტიკო“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 სიმეონე (4), 1:1 ლორენტე (20, ა.გ)

„ყარაბაღი“ – „აინტრახტი“ 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 დურანი (4), 1:1 უზუნი (10), 1:2 ჩაიბი (78, პენ), 2:2 დურანი (80), 3:2 მუსტაფაზადე (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096676