ფეხბურთი

2:00 | 22.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ტოპ 8 გაინაღდა, "ლივერპულმა" მარტივად მოიგო, "ჩელსის" გაუჭირდა

ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე ტური დასრულდა და კონტურები კიდევ უფრო გამოიკვეთა.

„ლივერპულის“ წაუგებელი სერია გრძელდება და პრემიერლიგაში ფრეების შემდეგ არნე სლოტის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო. ინგლისურმა გრანდმა სტუმრად „მარსელი“ უშანსოდ დატოვა და 3:0 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. „ლივერპულმა“ 15 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, ბოლო ტურში „ყარაბაღს“ უმასპინძლებს. „მარსელი“ 9 ქულით მე-19-ეა და „ბრიუგეს“ ესტუმრება.

„ბარსელონას“ პრაღაში, „სლავიასთან“ გაუჭირდა, პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს, მაგრამ მეორე ნახევარში კლასმა მაინც თავისი ქნა და ესპანელებმა 4:2 მოიგეს. საინტერესოა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ჯერ საკუთარ კარში გაიტანა, შემდეგ მეტოქეც დაამწუხრა. „ბარსელონა“ 13 ქულით მეცხრეა და „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს. „სლავია“ 3 ქულითაა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვს, ბოლო ტურში „პაფოსს“ ესტუმრება.

ბერგამოს „ატალანტას“ შანსი ჰქონდა ტურის დასრულების შემდეგ მესამე ადგილზე ყოფილიყო, მაგრამ ახლა მე-13 ადგილზეა. დიახ, სატურნირო ცხრილში ასეთი სიმჭოდროვეა. „ატალანტამ“ „ბილბაოს“ შინ ტაიმი მოუგო, მაგრამ მეორე ნახევარში ბასკებმა სამჯერ გაიტანეს, ბოლოს ბერგამოელებმა შეამცირეს სხვაობა - 2:3. „ატალანტა“ 13 ქულით მე-13 ადგილზეა და ბოლო ტურში „უნიონ სენ-ჟილს“ ესტუმრება. „ბილბაო“ 8 ქულით 23-ე ადგილზეა და „სპორტინგს“ უმასპინძლებს.

„ბაიერნმა“ „უნიონ სენ-ჟილი“ მეორე ტაიმში გატეხა და ჰარი კეინის დუბლით 2:0 იმარჯვა. ვენსან კომპანის გუნდი 18 ქულით მეორე ადგილზეა და ტოპ 8-ში ადგილი გაინაღდა, ბოლო ტურში პსვ ეინდჰოვენს ესტუმრება. „უნიონი“ 6 ქულის ამარაა და „ატალანტას“ უმასპინძლებს.

ლონდონის „ჩელსის“ ძალიან გაუჭირდა საკუთარ მოედანზე კვიპროსული „პაფოსის“ ძლევა, მაგრამ 78-ე წუთზე მოისეს კაისედოს გოლით გატეხა და 1:0 მოიგო. „ჩელსიმ“ 13 ქულა დააგროვა და „ნაპოლის“ ესტუმრება. „პაფოსი“ 6 ქულითაა და „სლავიას“ უმასპინძლებს.

ტურინის „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე ლისაბონის „ბენფიკა“ 2:0 დაამარცხა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში ხეფრენ ტურამისა და ვესტონ მაკკენის გოლებით გატეხა. „იუვემ“ 12 ქულა დააგროვა და ბოლო ტურში „მონაკოს“ ესტუმრება. „ბენფიკას“ მხოლოდ 6 ქულა აქვს და „რეალს“ უმასპინძლებს.

„ნიუკასლმა“ საკუთარ მოედანზე ძალიან ადვილად აჯობა პსვ ეინდჰოვენს და მეშვიდე ადგილზეა 13 ქულით, ბოლო ტურში პსჟ-ს ესტუმრება. პსვ-ს ჯერჯერობით 8 ქულა აქვს და „ბაიერნს“ უნდა უმასპინძლოს.

„ატალანტა“ – „ბილბაო“ 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 სკამაკა (16), 1:1 გურუზეტა (58), 1:2 სერანო (70), 1:3 ნავარო (74), 2:3 კრსტოვიჩი (88)

„ბაიერნი“ – „უნიონ სენ-ჟილი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კეინი (52), 2:0 კეინი (55, პენ)

„ჩელსი“ – „პაფოსი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კაისედო (78)

„იუვენტუსი“ – „ბენფიკა“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ტურამი (55), 2:0 მაკკენი (64)

„მარსელი“ – „ლივერპული“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 სობოსლაი (45), 0:2 რული (72, ა.გ), 0:3 გაკპო (90)

„ნიუკასლი“ – პსვ ეინდჰოვენი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვისა (8), 2:0 გორდონი (30), 3:0 ბარნსი (65)

„სლავია“ – „ბარსელონა“ 2:4 (2:2)

გოლები: 1:0 კუსეი (10), 1:1 ფერმინ ლოპესი (34), 1:2 ფერმინ ლოპესი (42), 2:2 ლევანდოვსკი (44, ა.გ), 2:3 დანი ოლმო (63), 2:4 ლევანდოვსკი (71)

1. არსენალი 7 7 0 0 20 2 18 21
2. ბაიერნი 7 6 0 1 20 7 13 18
3. რეალი 7 5 0 2 19 8 11 15
4. ლივერპული 7 5 0 2 14 8 6 15
5. ტოტენჰემი 7 4 2 1 15 7 8 14
6. პსჟ 7 4 1 2 20 10 10 13
7. ნიუკასლი 7 4 1 2 16 6 10 13
8. ჩელსი 7 4 1 2 14 8 6 13
9. ბარსელონა 7 4 1 2 18 13 5 13
10. სპორტინგი 7 4 1 2 14 9 5 13
11. მანჩესტერ სიტი 7 4 1 2 13 9 4 13
12. ატლეტიკო 7 4 1 2 16 13 3 13
13. ატალანტა 7 4 1 2 10 9 1 13
14. ინტერი 7 4 0 3 13 7 6 12
15. იუვენტუსი 7 3 3 1 14 10 4 12
16. დორტმუნდი 7 3 2 2 19 15 4 11
17. გალათასარაი 7 3 1 3 9 9 0 10
18. ყარაბაღი 7 3 1 3 13 15 -2 10
19. მარსელი 7 3 0 4 11 11 0 9
20. ლევერკუზენი 7 2 3 2 10 14 -4 9
21. მონაკო 7 2 3 2 8 14 -6 9
22. პსვ ეინდჰოვენი 7 2 2 3 15 14 1 8
23. ბილბაო 7 2 2 3 7 11 -4 8
24. ოლიმპიაკოსი 7 2 2 3 8 13 -5 8
25. ნაპოლი 7 2 2 3 7 12 -5 8
26. კოპენჰაგენი 7 2 2 3 11 17 -6 8
27. ბრიუგე 7 2 1 4 12 17 -5 7
28. ბოდო გლიმტი 7 1 3 3 12 14 -2 6
29. ბენფიკა 7 2 0 5 6 10 -4 6
30. პაფოსი 7 1 3 3 4 10 -6 6
31. უნიონ სენ-ჟილი 7 2 0 5 7 17 -10 6
32. აიაქსი 7 2 0 5 7 19 -12 6
33. აინტრახტი 7 1 1 5 10 19 -9 4
34. სლავია 7 0 3 4 4 15 -11 3
35. ვილიარეალი 7 0 1 6 5 15 -10 1
36. კაირატი 7 0 1 6 5 19 -14 1
0.098147