ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „უოტფორდმა“ „პორტსმუთს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
თუმცა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, უფრო ქულა გადაარჩინა. სტუმრები 73-ე წუთზე დაწინაურდნენ, რასაც მასპინძლებმა ექვს წუთში უპასუხეს და ფრე - 1:1.
გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ქართველ ნახევარმცველს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში გოლი არ გაუტანია და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.
„უოტფორდი“ 42 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 24 იანვარს, „ბლექბერნს“ ესტუმრება.





