„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში პრაღის „სლავიასთან“ 4:2 მოგებულ მატჩში, ჯერ საკუთარ კარში შეაგდო, შემდეგ მეტოქეს გაუტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც ის ლა ლიგის მეორე ყველაზე ასაკოვან მოთამაშედ იქცა, ვინც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გოლი გაიტანა.
სტატისტიკის პორტალ Opta Sport-ის მონაცემებით, პოლონელი თავდამსხმელი გოლის გატანის დროს 37 წლის და 153 დღის იყო. ამ რეიტინგში ლა ლიგის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე სერხიო რამოსია, რომელმაც „სევილიას“ შემადგენლობაში გოლი 2023 წლის დეკემბერში „ლანსთან“ 2:1 მატჩში გაიტანა. იმ დროს ის 37 წლის და 257 დღის იყო.
ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ 2022 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდეა გათვლილი. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასეულა.







