„ნიუკასლ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰოუმ ჩემპიონთა ლიგაზე „პსვ ეინდჰოვენთან“ 3:0 გამარჯვებაზე ისაუბრა.
„ნამდვილად კარგი თამაში იყო. რთული მეტოქე გვყავდა, ტაქტიკურად გამართული.
დღეს შესანიშნავი საღამო გამოვიდა. განსაკუთრებით იოან ვისასთვის და მე ძალიან მიხარია მის გამო. ნაწილობრივ, ის ამ კლუბში დღევანდელი საღამოებისთვის მოვიდა. ფეხბურთელები გამოწვევის წინაშე დადგნენ და ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო ინდივიდუალური თამაში ბევრი მოთამაშისთვის ბოლო დროის განმავლობაში. ბევრმა მოთამაშემ წელს ბრწყინვალედ ითამაშა ამ ტურნირზე და ენტონი გორდონი ერთ-ერთი მათგანია“, - ციტირებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ჰოუს სიტყვებს.







