„ლივერპულის“ მოთამაშემ დომინიკ სობოსლაიმ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში „მარსელის“ წინააღმდეგ გამარჯვების (3:0) დროს საჯარიმო დარტყმით გატანილ გოლზე. ნახევარმცველის დაბალი დარტყმა კედლის ქვეშ გაძვრა და კარში მოხვდა.
„დიახ, ამ საჯარიმო დარტყმისთვის მოვემზადე. მითხრეს, რომ თუ კედელთან არავინ დაწვებოდა, შეიძლებოდა ასე შემესრულებინა. არავინ იწვა, ამიტომ ვცადე და გამომივიდა!..
სალაჰთან ერთად ყოველთვის ვმსჯელობდით, ვინ შეასრულებდა საჯარიმო დარტყმას. არის სიტუაციები, როდესაც ერთ-ერთი ჩვენგანი შეიძლება მეორეზე უკეთეს პოზიციაში იყოს. მან მკითხა, მინდოდა თუ არა მისი შესრულება და მე ვუპასუხე, რომ კი. დარწმუნებული ვიყავი, თუ არავინ დაწვებოდა კედელთან შევასრულებდი. მან თქვა: „კარგი, მაშინ დაარტყი“ და მე გავიტანე“, - ციტირებს RMC Sport სობოსლაის. სიტვებს.







