„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში ბელგიურ „იუნიონთან“ „ბაიერნის“ გამარჯვების შემდეგ (2:0).
„ეს ჩემპიონთა ლიგაა - ამიტომ გამარჯვება არასდროს არის ადვილი. არ ვიტყოდი, რომ მეტოქე პირველ ტაიმში უკეთესი იყო. ჩვენ გვქონდა შანსები, მაგრამ ტემპი არ გვივარგოდა. გაძევების მიუხედავად, ვფიქრობ, მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩემთვის ეს თამაშის ხარისხის თვალსაზრისით აშკარა წინსვლა იყო. გუნდმა დიდი თავდაჯერებულობით უპასუხა. შესვენებამდე ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ მის შემდეგ ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა“, - უთხრა კომპანიმ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.







