„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში ჩეხურ „სლავიასთან“ (4:2) გამარჯვებაზე ისაუბრა.
„ორჯერ გავუშვით გოლი სტანდარტული სიტუაციებიდან - ეს ადვილი არ არის ასეთი გუნდის წინააღმდეგ, რადგან მათ ჰყავთ ფიზიკურად ძლიერი და მაღალი მოთამაშეები. მაგრამ საბოლოოდ, ზუსტად ის გამოვიდა, რაც ჩემი გუნდისგან მინდოდა: შევინარჩუნოთ სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა.
ცვლილებების მნიშვნელობა? ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდისთვის. „მე ყოველთვის 11 მოთამაშე მყავს სასტარტო შემადგენლობაში და კიდევ ხუთი, რომლებიც აუცილებლად დაასრულებენ თამაშს და შეუძლიათ ყველაფრის შეცვლა. აი, რა მოხდა დღეს: დანი ოლმო შემოვიდა მოედანზე და ანგარიში 3:2 გახადა, მარკუს რაშფორდმა კი ბოლო გადაცემა გააკეთა რობერტ ლევანდოვსკისთვის“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.







