„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში „ბენფიკასთან“ 2:0 გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა.
„ეს რთული მატჩი იყო. „იუვენტუსმა“ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში გარკვეულწილად დათმო თამაში და „ბენფიკამ“, კლასის წყალობით, ინიციატივა დაიბრუნა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთები, რომლებსაც ყველაზე მკაფიო საგოლე შანსები გვქონდა. შემდეგ ტურამმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და იმ მომენტიდან უფრო თავისუფლად თამაში დავიწყეთ, ჩვენი უპირატესობა გავაორმაგეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ“, - ციტირებს სპალეტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
„იუვენტუსს“ 12 ქულა აქვს და ლიგის ცხრილში მე-15 ადგილზეა. „ბენფიკა“ 6 ქულით 29-ზე.







