ფეხბურთი

15:02 | 22.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელმა ჩაკვეტაძის შეცვლაზე ისაუბრა

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ „პორტსმუთთან“ მატჩის (1:1) შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის შეცვლაზე კომენტარი გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ პირველი ტაიმი იყო მოედანზე და შესვენებაზე ის ესპანელმა მწვრთნელმა მამადუ დუმბიათი შეცვალა, რომელმაც მეორე ტაიმში გოლი გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

„გიორგის ნაცვლად დუმბიას შეყვანით ვცადეთ პირდაპირ შესატევად სხვა გზების პოვნა, რადგან პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით“, - თქვა გრასიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში გოლი არ გაუტანია და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„უოტფორდი“ 42 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 24 იანვარს, „ბლექბერნს“ ესტუმრება.

0.092428