ბოლო სამი წელია დიდი ამბები ტრიალებს 23 წლის იტალიელი მცველის რიკარდო კალაფიორის თავს. 2023–2024 წლებში კალაფიორი საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა იტალიელ მოდელ და ინფლუენსერ ბენედეტასთან (გვარს თავად გოგონა არ ამხელს) რომელიც მისი ოფიციალური სატრფო გახდა და სოციალური ქსელები გადაივსო ამ წყვილის თვალსაამო ფოტოებით.
წყვილი წელიწადზე ცოტა მეტი ხნით იყვნენ ერთად და ტანზე ერთნაირი ტატუებიც კი გაიკეთეს რაც ამ ბოლო დროს საკმაოდ მოდური საქციელია ევროპელ ახალგაზრდებს შორის. ტანზე ორივემ დაიწერა Koi No Yokan - ეს ფრაზა იაპონურად ნიშნავს „საცდური სიყვარულის წინაღობაა“. რა საცდურზე იყო საუბარი, სამწუხაროდ ვერავინ გაიგო.
მერე გავრცელდა ამბავი, რომ ისინი დაშორდნენ და ბენედეტამ სოციალურ ქსელებში წაშალა საერთო ფოტოები. ახლა კი ირკვევა რომ კალაფიორი ახალ ურთიერთობაშია და მისი სატრფო კვლავ ცნობილი ინფლუენსერია და სულ მალე გაირკვევა მისი ვინაობა. როგორც ჩანს ჯეელი რიკარდო დროს ტყუილად არასოდეს კარგავს!







