ფეხბურთი

16:50 | 22.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დაჩი ლორთქიფანიძე "კრემონეზემ" სერია B-ს კლუბში გაანათხოვრა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი დაჩი ლორთქიფანიძე კარიერას „კრემონეზედან“ „კარარეზეში“ გააგრძელებს, რომელიც სერია B-ში თამაშობს.

ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. დაჩი სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს ახალ გუნდში, რომლის ქომაგი ჯანლუიჯი ბუფონია (ბუფონი კარარაში დაიბადა). „კარარეზე“ სერია B-ში 20 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-10 ადგილზეა, უახლოეს მატჩს 23 იანვარს „ემპოლისთან“ გამართავს.

ლორთქიფანიძე „კარარეზეს“ მეტი სათამაშო დროისთვის შეუერთდა, ვიდრე „კრემონეზეში“ ჰქონდა, რომლის ახალგაზრდულ გუნდში კაპიტანი იყო. მიმდინარე სეზონის წინ ის მთავარმა მწრთნელმა დავიდე ნიკოლამ მთავარ გუნდში დააწინაურა და სერია A-ში მუდმივად განაცხადში ხვდებოდა, მაგრამ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა ერთადერთხელ მიეცა, „უდინეზეს“ წინააღმდეგ.

აქვე გეტყვით, რომ დაჩი ლორთქიფანიძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098792