ფეხბურთი

18:21 | 22.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი "რეიმსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის უახლოეს ტურში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ქართველ შემტევს ტრავმის გამო ზედიზედ მეორე მატჩი გაუცდება: წინა ტურში „კლერმონთან“ ვერ ითამაშა, ახლა კი, „რეიმსის“ წინააღმდეგ ვერ გავა მოედანზე. ეს ინფორმაცია მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა დაადასტურა.

„ზურიკო დავითაშვილი არ ითამაშებს, ის ვარჯიშს ორშაბათიდან განაახლებს“, - თქვა მატჩის წინ ჰორნელანმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

0.09653