ფეხბურთი

18:54 | 22.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" პედრი გამოაკლდა

„ბარსელონას“ პედრი გამოაკლდა. ესპანელმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზე, პრაღის „სლავიასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.

როგორც გამოკვლევამ აჩვენა, ბარძაყის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია და მოედანზე მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ გავა. ის „ბარსას“ თებერვლის ბოლოს უნდა დაუბრუნდეს.

პედრიმ მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.082581