გორის „დილაში“ სატრანსფერო სიახლეებია. როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, გუნდს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელი დავით გოცირიძე შეუერთდა.
გოცირიძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია და იჯარის წესით გასულ სეზონში „გაგრაში“ ითამაშა.
გარდა ამისა, „დილამ“ გამოისყიდა ჟოაო არაუჟო, რომელმაც გასული სეზონი გუნდში იჯარით გაატარა. „დილას“ მისი გამოსყიდვა 100 000 დოლარი დაუჯდა. სამაგიეროდ, „დილა“ დატოვა დეო ბასინგამ, რომელიც კარიერას მაროკოს ჩემპიონატში გააგრძელებს. მანამდე „დილამ“ კანადელი შემტევი ტრეივონ ფულერი დაიმატა.





