კაზემირო მიმდინარე სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
„პირველივე დღიდან, როდესაც ამ ულამაზეს სტადიონზე ფეხი დავდგი, ვიგრძენი „ოლდ ტრაფორდის“ ვნება და სიყვარული, რომელსაც ახლა ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ვიზიარებ ამ განსაკუთრებული კლუბის მიმართ. ახლა დამშვიდობების დრო არ არის, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში კიდევ ბევრი მოგონება გველის. ერთად კიდევ ბევრი რამ გვაქვს საფიქრალი, ჩემი სრული ყურადღება მიმართულია იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთო ჩვენი კლუბის წარმატებისთვის. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველთვის ჩემს გულში იქნება“, - წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.
კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2022 წლიდან თამაშობს და 146 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი. მან კარიერის საუკეთესო წლები „რეალში“ გაატარა, სადაც 336 თამაშში 31 გოლი მიითვალა. კარიერის განმავლობაში, ასევე უთამაშია „პორტუსა“ და „სან პაულუში“.
ჯერჯერობით, უცნობია სად ითამაშებს მომდევნო სეზონიდან კაზემირო, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში 82 მატჩი აქვს ჩატარებული.





