ფეხბურთი

22:18 | 22.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტა: "კონტე არავის მოსწონს, მასთან მუშაობა სასიამოვნო არაა, არავის ენდობა"

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დიეგო კოშტამ ანტონიო კონტეზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობით „ჩელსიში“ თამაშობდა.

როგორც კოშტამ აღნიშნა, კონტე პირქუში ადამიანია, რომელიც სხვებს არ ენდობა და ყოველთვის ცუდ განწყობაზეა:

„კონტე "ჩელსიში" არავის მოგვწონდა. ისეთი ადამიანია, რომელიც სხვებს არ ენდობა. ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის. მასთან ერთად ვარჯიში სასიამოვნო არ არის, ის ყოველთვის გაბრაზებულია, ყოველთვის ცუდ ხასიათზეა. სწორედ ამიტომ, ვერ ჩერდება ერთ გუნდში დიდხანს. ისეთ ადამიანს ჰგავს, ვისაც ბევრი სექსი არ აქვს და რომელიც სხვებს არ ენდობა.

პირადად ჩემი აზრით, მოურინიო, ყველაზე მეტად მომწონდა, როგორც მწვრთნელი. ეს იმიტომ, რომ ის თავის სიცოცხლეს გაძლევს. ვარჯიშზე ბედნიერი მიდიხარ“, - თქვა დიეგო კოშტამ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ამჟამად „ნაპოლიში“ მუშაობს, „ჩელსის“ კი 2016-2018 წლებში ავარჯიშებდა. ყველაზე მეტხანს მან „იუვენტუსში იმუშავა - სამი სეზონი.

0.171364