ფეხბურთი

23:00 | 22.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები "ნაპოლის" შეტევაში

„ნაპოლის“ შეტევაში ცვლილებებია: კლუბიდან ნიდერლანდელი გარემარბი ნოა ლანგი და იტალიელინ ფორვარდი ლორენცო ლუკა მიდიან.

ლანგი სეზონის ბოლომდე იჯარით „გალათასარაის“ შეუერთდება, ხოლო მისი გამოსყიდვა თურქულ კლუბს 30 მილიონი ევრო დაუჯდება, თუ „გალათასარაის“ ამის გაკეთებას გადაწყვეტს. ლანგი მალე თურქეთში იქნება და კონტრაქტს გააფორმებს.

„ნაპოლის“ ტოვებს ლორენცო ლუკაც, რომელიც კარიერას „ნოტინგემ ფორესტში“ გააგრძელებს. სეზონის ბოლომდე იჯარის საფასური 1 მილიონი ევროა, ხოლო ინგლისელებს მისი გამოსყიდვა სურვილის შემთხვევაში ზაფხულში 40 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ორივე ფეხბურთელი „ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს, შესაბამისად, პსვ-დან და „უდინეზედან“ შეიძინა, მაგრამ ანტონიო კონტეს ნდობა მათ ვერ მოიპოვეს.

სამაგიეროდ, „ნაპოლი“ ახლოსაა „ვერონადან“ ბრაზილიელი თავდამსხმელის ჯოვანეს შეძენასთან, რომელსაც 2030 წლამდე კონტრაქტზე უკვე მოირიგდა. გარდა ამისა, „აძური“ „ნიცადან“ იჯარით ჟერემი ბოგას ტრანსფერზე მუშაობს.

0.172117