ფეხბურთი

11:20 | 23.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" "სანტოსიდან" მარცხენა მცველი დაიმატა

ლონდონის "ტოტენჰემმა" ბრაზილიური "სანტოსიდან" 19 წლის მარცხენა მცველი, სოუზა დაიმატა. აღნიშნული გარიგება უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა, ხოლო ინგლისელებს ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა 13 მილიონი დაუჯდა.

სოუზა "სანტოსის" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში პირველად 2024 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბის მაისურით 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სოუზა ახალ კლუბში 38-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.1649