UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია შესაძლოა ოქტაგონში აპრილში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას MMA-ის ცნობილი გამოცემები ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, უფროსმა თოფურიამ შესაძლოა 12 აპრილს UFC 327-ზე ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბრაის მიჩელის წინააღმდეგ იბრძოლოს. აღნიშნული ღონისძიება მაიამიში არის დაგეგმილი და ორგანიზაცია ამ ბრძოლის ჩანიშვნასთან ერთ ნაბიჯშია.
მოგეხსენებათ, რომ ბრაის მიჩელი მსუბუქი დივიზიონის მებრძოლია, თუმცა ის წონას იცვლის და ერთი წონით ქვემოთაც იბრძვის ხოლმე. იმასაც გეტყვით, რომ ამერიკელი მებრძოლი ილია თოფურიას უკვე დამარცხებული ჰყავს. "მატადორმა" მიჩელი საბმიშენით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიას UFC-ში ორი ბრძოლა აქვს გამართოლი და ორივე მათგანში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ქართველმა ჯერ კოლბი თიქნესი დაამარცხა, ხოლო ბოლო ბრძოლაში ყაზახი ბეგზატ ალმახანს სძლია.







