ისლანდიის საკალათბურთო ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც თავისი მატჩები ჩაატარეს რატი ანდრონიკაშვილმა და ცოტნე ცარციძემ.
რატი ანდრონიკაშვილის "ალფტანესმა" საკუთარ მოედანზე "აკრანესის" უმასპინძლა და მეტოქე საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 89:83 დაამარცხა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა პარკეტზე გატარებულ 32 წუთში - 6 ქულას, 3 მოხსნას და 9 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. "ალფტანესი" 7 მოგებითა და 8 მარცხით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება ცოტნე ცარციძის "რეიკიავიკს", მათ საკუთარ მოედანზე "სტიარნანს" უმასპინძლეს და 109:118 დამარცხდნენ. ცარციძემ პარკეტზე 30 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 20 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი და 2 დაფარება იყო.







