სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:17 | 23.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთის კლუბი ვინისიუს 1 მილიარდიან კონტრაქტს სთავაზობს

მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი ვინისის ჟუნიორი შესაძლოა ზაფხულში საუდის არაბეთში გადაბარგდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელის დამატებით "ალ-აჰლია" დაინტერესებული და მზად არის ვინისიუსს 1 მილიარდ ევროიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ამ ყველაფერთან ერთად როგორც ირკვევა "ალ-აჰლის" წარმომადგენლები ვინისიუსთან მოლაპარაკებებს ერთ წელზე მეტია აწარმოებენ.

ამ ყველაფერს ის ფაქტიც ემატება, რომ ვინისიუსსა და "რეალს" შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და არაა გამორიცხული ზაფხულში ბრაზილიელმა ადგილსამყოფელი შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი "რეალის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.162533