ფეხბურთი

13:38 | 23.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ ჟესუსმა შესაძლოა კარიერა სერია A-ში გააგრძელოს

ლონდონის "არსენალის" 28 წლის თავდამსხმელი გაბრიელ ჟესუსი შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს. როგორც იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, ბრაზილიელის დამატებით "მილანია" დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, "როსონერის" მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დუშან ვლაჰოვიჩია, თუმცა გაბრიელ ჟესუსს მის შემცვლელად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ ჟესუსს ევროპაში ინგლისის გარდა სხვაგან არ უთამაშია, ის ჯერ "სიტის" ღირსებას იცავდა, ხოლო 2022 წლიდან "არსენალის" ღირსებას იცავდა.

0.093158