„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს კიდევ ერთი მატჩი გაუცდება. ეს ინფორმაცია გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა დაადასტურა.
როგორც მან პრესკონფერენციაზე თქვა, ბუდუ „ლაიფციგთან“ მატჩისთვის მზად არ იქნება:
„კრისტიან კონტე და ბუდუ ზივზივაძე ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადიან და შაბათის მატჩისთვის მზად არ იქნებიან“, - თქვა შმიდტმა.
ცნობისთვის, ზივზივაძემ ბოლოს 22 ნოემბერს ითამაშა და უკვე ზედიზედ მეშვიდე შეხვედრას გამოტოვებს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა („აინტრახტთან“), ხოლო ორჯერ გერმანიის თასზეც ითამაშა.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში 18 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-16 ადგილზეა, „ლაიფციგს“ კი 24 იანვარს დაუპირისპირდება.





