სხვა

19:26 | 23.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

შონ ო'მალი: "იადონგის დამარცხების შემთხვევაში ქამარზე შემდეგი მე უნდა ვიყო"

UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა შონ ო'მალიმ მაიკლ ბისპინგთან ინტერვიუში მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ სონგ იადონგს დაამარცხებს, პიოტრ იანთან შემდეგი სწორედ მან უნდა იბრძოლოს.

"მერაბს რომ გაემარჯვა და საჩემპიონო ქამარი შეენარჩუნებინა მასთან მესამე ბრძოლას არავინ მომცემდა, ახლა კი შესაძლებლობა მაქვს იანთან ქამარზე ჩხუბის შესაძლებლობა მივიღო. თუ სონგ იადონგს დავამარცხებ მჯერა, რომ შემდეგი სწორედ მე ვიქნები. ჩემი და იანის პირველი ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოვიგე. ამიტომ მგონია, რომ გულშემატკივრისთვის აღნიშნული დაპირისპირეის ხილვა საინტერესო იქნება.

ჩემთვის მერაბთან ბრძოლა გაცილებით რთულია, ვიდრე იანთან, რადგან ის ძალიან მრავალმხრივი მებრძოლია და მასთან ბრძოლა თითქმის სულ ფეხზე მიმდინარეობს. მერაბის ხშირმა ბრძოლებმა იანთან დაპირისპირებაში დიდი გავლენა იქონია, საქართველოში რო წასულიყო და ცოტა დაესვენა, მგონია სხვა შედეგით დასრულდებოდა ყველაფერი", - განაცხადა ო'მალიმ.

შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალი მომდევო ორთაბრძოლას სონგ იადონგის წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული დაპირისპირება 25 იანვარს გაიმართება.

0.097682