ფეხბურთი

18:57 | 23.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარსელინო: "მიქაუტაძის განცხადება? მომწონს ფეხბურთელების ოპტიმიზმი და ამბიცია"

„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი მარსელინო AS-თან ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ლა ლიგაში ჩემპიონობას უმიზნებს და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, მიუხედავად რთული კონკურენციისა. სწორედ ამ განცხადებაზე ჰკითხეს მარსელინოს, რასაც შემდეგნაირად უპასუხა:

„მომწონს ფეხბურთელების ოპტიმიზმი და ამბიცია, რადგან ეს ნიშნავს, რომ სჯერათ იმის, რასაც აკეთებენ, სჯერათ თანაგუნდელების, სჯერათ სამწვრთნელო შტაბის და კლუბის. ამბიცია ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, გვახსოვდეს, რომ თითოეულ თამაშს განსხვავებული ისტორია აქვს და რომ, თითოეული მატჩის მოგება რთულია, სეზონის მსვლელობასთან ერთად ეს უფრო და უფრო რთულდება“, - თქვა მარსელინომ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“ ლა ლიგაში მესამე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონასთან“ 8 ქულა აშორებს, თუმცა თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 23 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი.

0.169801