ფეხბურთი

19:58 | 23.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სლოტი: "სატრანსფერო ბაზარი? ვვარაუდობ, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე დომინიკ სობოსლაიზე ისაუბრა და უნგრელი ფეხბურთელი შეაქო.

გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა მოჰამედ სალაჰზე, რომელიც გუნდს აფრიკის თასიდან დაუბრუნდა და სატრანსფერო ბაზარზეც:

“დომინიკს შესანიშნავი სეზონი აქვს, მაგრამ ბოლო რამდენიმე თამაშში ის ორ ინციდენტში მონაწილეობდა, რაც მისთვის უჩვეულოა. პენალტის გაფუჭება შეიძლება მოხდეს, ხოლო „ბარნსლისთან“ შეცდომა აღიარა. მან ჭკვიანური გოლი გაიტანა (მარსელის წინააღმდეგ) სამწვრთნელო შტაბის წევრის მცირე დახმარებით, აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ბურთით და ბურთის გარეშე. თუ გინდა ლიდერი იყო, ყოველთვის კარგი მაგალითი უნდა აჩვენო. ის ყოველთვის აკეთებდა ამას. გასულ სეზონთან შედარებით, როცა ის უკვე მომწონდა, ბურთით ბევრად გაუმჯობესდა. ის კიდევ უფრო თავდაჯერებულად თამაშობს და ახლა კიდევ უფრო მეტად არის ჩართული მომენტების შექმნასა და გოლებში. კარგ სეზონს ატარებს.

სალაჰი? ის მზადაა ხვალ სათამაშოდ, მაგრამ მას, როგორც ყველას, ვარჯიში აქვს და შემდეგ მე განვსაზღვრავ შემადგენლობას.

სატრანსფერო ბაზარი? ვვარაუდობ, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება, მაგრამ თუ ბაზარზე შესაძლებლობა გაჩნდება და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია გუნდის გაძლიერება, კლუბი ყოველთვის შეეცდება ამის გაკეთებას, მაგრამ ამ ეტაპზე, არა“, - თქვა სლოტმა.

0.086979