ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი ეთან ნვანერი კარიერას „მარსელში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. გარიგება არ ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლებას, შესაბამისად, ეთანი ზაფხულში „არსენალში“ დაბრუნდება.
18 წლის ეთან ნვანერიმ „არსენალის“ მაისურით დღემდე 51 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.





