ფეხბურთი

22:20 | 23.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: "ვინისიუსი "რეალის" ფეხბურთელის პროტოტიპია, იმედია, დიდხანს დარჩება"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ვინისიუსის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ვინისიუსი „რეალის“ ფეხბურთელის პროტოტიპია და იმედი აქვს, რომ გუნდში დიდხანს დარჩება:

„მინდა ვნახო ის ხასიათი და მენტალიტეტი, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გამოავლინა. ყველა, ვინც ერთი მიმართულებით მიიწევს, წარმოადგენს „რეალს“. შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ლიდერობამ, ტექნიკამ, ხასიათმა და გამარჯვებულის მენტალიტეტმა. მან უდიდესი ძალისხმევა გასწია. ის მადრიდელი მოთამაშის პროტოტიპია. დარჩება თუ არა ვინისიუსი „რეალში“? ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ცხადია, იმედი მაქვს, რომ აქ ისტორიის შექმნას გააგრძელებს. იმედი მაქვს, ის, რაც „მონაკოსთან“ ვნახეთ, რაღაცის დასაწყისია. ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ჯგუფმა თავმდაბლობა და ზრდის სურვილი გამოავლინა“, - თქვა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვინისიუსს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.092964