ფეხბურთი

23:38 | 23.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის 90 წუთი და "ნიურნბერგის" მარცხი II ბუნდესლიგაში

გერმანიის II ბუნდესლიგის მე-19 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ „დარმშტადს" ესტუმრა, რომელთანაც 0:2 დამარცხდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა ბავარიელებს მეორე ნახევარში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა.

„ნიურნბერგი“ 25 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 30 იანვარს, „მიუნსტერს“ უმასპინძლებს.

0.088014