ფეხბურთი

11:59 | 24.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

რობერტსონი "ლივერპულიდან" მიდის, ციმიკასი ბრუნდება

ლონდონის „ტოტენჰემს“ „ლივერპულის“ მარცხენა მცველის, ენდრიუ რობერტსონის დამატება სურს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდი შანსია, რომ შოტლანდიელი მცველი „დეზებს“ შეუერთდეს. სანაცვლოდ, „ლივერპული“ „რომადან“ კოსტას ციმიკასს დაიბრუნებს, რომელიც არნე სლოტის გუნდში სათადარიგო მარცხენა მცველის ფუნქციას შეასრულებს.

„რომამ“ ციმიკასი ზაფხულში ინათხოვრა, მაგრამ ფეხბურთელმა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და იტალიელები მზად არიან ის ინგლისში დააბრუნონ.

ენდრიუ რობერტსონს „ლივერპულში“ 2017 წლიდან დღემდე 363 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. მანამდე შოტლანდიელი ქპრ-ს, „დანდი იუნაიტედის“ და „ჰალ სიტის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092282