ფეხბურთი

10:54 | 24.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედიის გამოხმაურება: "კვარაცხელია პსჟ-ს შეტევის მამოძრავებელი ძალა იყო"

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ოსერი“ 1:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და კონტრშეტევა, რომელსაც ერთადერთი გოლი მოჰყვა, ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი პასით დაიწყო. ფრანგულ მედიაში მისი თამაში საშუალო ქულები შეფასდა.

Foot mercato 6 ქულა: „მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში ქართველი თავდამსხმელი პარიზელთა შეტევის მამოძრავებელი ძალა იყო. ენერგიით სავსე, ის ყველანაირად ცდილობდა თამაშის გახსნას, ინდივიდუალურ ბრწყინვალებასა და თავდაუზოგავ თამაშს. თუმცა, ლეონის („ოსერის“ მეკარე - რედ) შეწუხება ვერ შეძლო. შესვენების შემდეგ, უფრო მობილურ თავდამსხმელებთან ერთად უფრო კარგი იყო“.

Paris fans 4 ქულა: „კარგად უტევდა, მაგრამ რამდენიმე ჩაწოდება მიზანს ვერ აღწედა. ბოლო დროს მის მიმართ იმედგაცრუება იზრდება. მისი პირველი ტაიმი ამის დასტური იყო, საკმარისი წვლილი ვერ შეიტანა“.

Maxifoot 5.5 ქულა: „ქართველი გარემარბი ბურთის კონტროლის და დრიბლინგების მუდმივი წყარო იყო. ძალიან აქტიური და ხშირად ზუსტიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო პასსა თუ დარტყმაში ეფექტურობა აკლდა. მისი შესანიშნავი პასი, რასაც პარიზელთა გოლი მოჰყვა, თამაშზე მის გავლენას ხაზს უსვამს“.

Culturepsg 6 ქულა: „მატჩის განმავლობაში არათანმიმდევრული იყო, მაგრამ როდესაც ახერხებდა შეტევას, „ოსერს“ ნამდვილად საფრთხეს უქმნიდა“.

ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში 7 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 45 ქულით გალიდერდა და ორი ქულით გაასწრო „ლანსს“, რომელსაც ამ ტურში სათამაშო აქვს („მარსელთან“). ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში პირველ თებერვალს, „სტრასბურს“ ესტუმრება, მაგრამ მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლს“ შინ დაუპირისპირდება.

0.091422