კალათბურთი

13:50 | 24.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი: "საკუთარ თავს ვენდობი და თანაგუნდელებიც მეხმარებიან"

„ტორონტოს“ კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „პორტლენდის“ წინააღმდეგ 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩის შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, კომენტარი გააკეთა:

„მთავარი იყო, რომ ერთ მხარეს დავრჩენილიყავით - კომბინაციების სწორად შესრულება, გუნდურად თამაში და მოედანზე, როგორც ერთი მოთამაშე, ერთიანი ზონა ვყოფილიყავით. უბრალოდ ჩვენი თამაში ვითამაშეთ. ბევრ ეპიზოდში ზუსტად ის გავაკეთეთ, რაც ვნახეთ და მწვრთნელთან ერთად მოვამზადეთ. საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო სკოტი, რომელც დაცვაში საოცრად თამაშობს. ამ მომენტში ნამდვილად წლის საუკეთესო მცველია. მან დღეს ფანტასტიკური თამაში ჩაატარა და ყოველთვის ჩვენს ზურგს ამაგრებს. ასე რომ, როგორც გუნდი, ერთიანები ვიყავით და ამავე დროს ყველანი ერთმანეთს ვეხმარებოდით.

საკუთარ თავს და სროლებს ვენდობი, თავდაჯერებული ვარ ყოველთვის. თაანგუნდელებიც მეხმარებიან, კარგ პასებს მაძლევენ. ჩემი ამოცანა იყო, ბურთი მიმეღო და თავდაჯერებულად მესროლა.

ერთიანი გუნდი ვართ, სულ ვსაუბრობთ კალათბურთზე, როგორ გავხადოთ ერთმანეთი უკეთესი, როგორ ავუმაღლოთ ერთმანეთს თავდაჯერებულობა და ეს არის მთავარი. როცა გყავს ჯგუფი, რომელსაც ნამდვილად უნდა მოგება და რომელიც მოედნის მიღმაც ძალიან ახლოა ერთმანეთთან, ეს აუცილებლად გადმოდის მოედანზეც. დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ხედავს“, - თქვა მამუკელაშვილმა.

„ტორონტო“ მომდევნო მატჩს 26 იანვარს „ოკლაჰომა სიტისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161895