გერმანიის II ბუნდესლიგის კლუბი „პადერბორნი“ „არისის“ თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას გადაბირებითაა დაინტერესებული.
FT-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ვესტფალიური კლუბ 32 წლის ფროვარდის გადაბირებას იჯარით ცდილობს, მაგრამ კონკურენტიც ჰყავს ნიქოზიის „აპოელის“ სახით, რომელიც ასევე იჩენს ინტერესს. „არისი“ არაა წინააღმდეგი, რომ გიორგი გუნდიდან გაუშვას.
მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიას 21 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „პადერბორნი“ II ბუნდესლიგაში 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძვის.





