ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მესამე ეტაპზე ბოტიკ ვან დე ზანდშულპი დამაჯერებლად, 6:3, 6:4, 7:6 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ეს ლეგენდარული სერბისთვის სარეკორდი გამარჯვებაა. ის ჩოგბურთის ისტორიაში პირველია, როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში, ვინც ღია ერაში დიდი სლემის ტურნირებზე 400 გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ეს მატჩი იყო ნოლესთვის დიდ სლემზე მე-400 მოგებული დაპირისპირება.
ჯოკოვიჩს ნიდერლანდელი ჩოგბურთელის დასამარცხებლად სამ საათზე ნაკლები დრო დასჭირდა და მერვედფინალში ითამაშებს.







