ფეხბურთი

19:29 | 24.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის შესანიშნავი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში

უნგრეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „უიპეშტი“ სტუმრად „ნირეგიჰაზას“ დაუზავდა, გიორგი ბერიძემ კი შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-19 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ძალიან ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა. შემდეგ მასპინძლებმა გაათანაბრეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ბერიძეს უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„უიპეშტი“ უნგრეთის ჩემპიონატში 19 ტურუს შემდეგ 23 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 31 იანვარს, „პუშკაშ აკადემიას“ შეხვდება.

0.098459