„კომომ“ იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის საშინაო მატჩში „ტორინო“ 6:0 დაამარცხა.
ანასტასიოს დუვიკასმა დუბლი შეასრულა. მარტინ ბატურინამ, ლუკას და კუნიამ და მაქსენს კაკერემ კი თითო გოლს ამდენივე საგოლე გადაცემა დაამატეს, ხოლო ნიკოლას კუნმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა.
„კომოს“ 40 ქულა აქვს და სერია A-ს ცხრილში მეხუთე ადგილზეა. „ტორინომ“ ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა. „ხარები“ 23 ქულით მე-14 ადგილზე არიან.





