ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერ სიტისა“ და „ვულვერჰემპტონს“ შორის მატჩი „ქალაქელების“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ომარ მარმუშმა ანგარიში მეექვსე წუთზე გახსნა და მასპინძელ გუნდს უპირატესობა მოუტანა. ანტუან სემენიომ გუნდის უპირატესობა 45+2 წუთზე გააორმაგა.
ამ თამაშის შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ 46 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო „ვულვერჰემპტონი“ რვა ქულით ბოლო, მე-20-ზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. 23-ე ტური. 24 იანვარი: ვესტ ჰემი - სანდერლენდი 3:1, ბარნლი - ტოტენჰემი 2:2, მანჩესტერ სიტი - ვულვერჰემპტონი 2:0, ფულემი - ბრაიტონი 2:1, ბორნმუთი - ლივერპული მოგვიანებით გაიმართება







