21:52 | 24.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის“ მცველი რამდენიმე კვირაა წვივის ძვლის მოტეხილობით თამაშობს

„რეალის“ ცენტრალური მცველი რაულ ასენსიო რამდენიმე კვირაა წვივის ძვლის მოტეხილობით თამაშობს - გვამცნობს COPE

ასენსიო იმედოვნებს, რომ თებერვალში შესვენებას აიღებს სრულად გამოჯანმრთელებისთვის. ამჟამად, ფეხბურთელი რისკზე მიდის კლუბში ტრავმებთან დაკავშირებული პერსონალური პრობლემების გამო.

როგორც ამბობენ, მცველმა რისკის შესახებ იცის, მაგრამ სურს, დაეხმაროს გუნდს და ახალი მთავარი მწვრთნელის, ალვარო არბელოას გუნდის რეგულარულ წევრად დაიმკვიდროს თავი.

ასენსიო „ლოს ბლანკოსის“ უფროს გუნდში 2024 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან კლუბის შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში 23 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

0.092256