ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში „ტოტენჰემმა“ „ბარნლისთან“ ფრედ ითამაშ (2:2). ამან ლონდონური გუნდის მოუგებელი სერია პრემიერლიგაში გაახანგრძლივა. თომას ფრანკის გუნდი უკვე ხუთი მატჩია მოუგებელია.
„ტოტენჰემმა“ აქამდე ვერ შეძლო „ბრენტფორდის“ (0:0) და „სანდერლენდის“ (1:1) დამარცხება, ასევე წააგო „ბორნმუთთან“ (2:3) და „ვესტ ჰემთან“ (1:2).
გასულ სეზონში ლონდონურმა კლუბმა ორჯერ განიცადა უფრო ხანგრძლივი მოუგებელი სერია, მაშინ „დეზები“ შვიდი მატჩის განმავლობაში გაუმარჯველები იყვნენ. „ტოტენჰემმა“ სეზონი მე-17 ადგილზე დაასრულა.
ამ თამაშის შემდეგ, „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 28 ქულით მე-13 ადგილზეა. თომას ფრანკის გუნდი შემდეგ მატჩში 1 თებერვალს „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.





