ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში „ბორნმუთმა“ „ლივერპულს“ უმსპიმძლა და დრამატულ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა.
ევანილსონმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა და „ალუბლები“ დაწინაურდნენ, ხოლო ალეხანდრო ხიმენესმა 33-ე წუთზე გუნდის უპირატესობა გააორმაგა. ვირჯილ ვან დეიკმა 45-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო დომინიკ სობოსლაიმ ანგარიში 80-ე წუთზე გაათანაბრა. მაგრამ მასპინძლებმა მაინც იძალეს, ამინ ადლიმ გამარჯვების გოლი 90+5-ე წუთზე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ბორნმუთი“ პრემიერლიგის ცხრილში 30 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო „ლივერპული“ 36 ქულით მეოთხეზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. 23-ე ტური. 24 იანვარი: ვესტ ჰემი - სანდერლენდი 3:1, ბარნლი - ტოტენჰემი 2:2, მანჩესტერ სიტი - ვულვერჰემპტონი 2:0, ფულემი - ბრაიტონი 2:1, ბორნმუთი - ლივერპული 3:2





