ესპანური „კადისი“ დონეცკის „შახტარის“ მცველის, ლუკა ლაცაბიძის გადაბირებით ინტერესდება.
როგორც ჟურნალისტი რუდი გალეტი წერს, „კადისმა“ „შახტარს“ ქართველი ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით დამატებაზე მიმართ.
თუ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, ლაცაბიძე, რომელიც ამჟამად იჯარით „დინამო თბილისში“ ირიცხება, ჯერ „შახტარს“ დაუბრუნდება, რადგან „დინამოსთან“ საიჯარო ხელშეკრულება გაწყდება და შემდეგ „კადისს“ შეუერთდება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ, „კადისში“ ქართველი ფეხბურთელი იური ტაბატაძე ირიცხება, რომელიც 6 გოლით ლა ლიგა 2-ში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
21 წლის ლუკა ლაცაბიძე „შახტარს“ ეკუთვნის, რომელსაც ის „დინამო თბილისამდე“ ოდესის „ჩერნომორეცში“ ჰყავდა განათხოვრებული. ლუკა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია, ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული.





